ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტი: ეს კანონი რუსული ტიპისაა და უნდა გაუქმდეს

ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტმა ვერონიკა ველოკვამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსული კანონი მსგავსია იმ კანონპროექტებისა, რომლებიც რუსეთში, ყირგიზეთსა და უნგრეთში მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების დეპუტატი ეკა სეფაშვილი ესწრებოდნენ, ველკოვამ თქვა, რომ რუსული კანონი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს.
“არსებობს ორი ტიპის კანონი – ერთი, რომელიც ვრცელდება იურიდიულ პირებზე, ვინც უცხოელი აქტორების მითითებით მოქმედებენ, იგულისხმება კანონი ლობირების შესახებ. ამის მაგალითია -ის ფარა. მეორე მხრივ, არსებობს კანონები, რომლებიც ეხება იურიდიულ პირებს იმის გამო, რომ ეს იურიდიული პირები დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. ასეთი კანონები აამოქმედეს რუსეთში, ყირგიზეთსა და უნგრეთში და კრიტიკულად შეაფასეს ვენეციის კომისიამ და ევროპულმა ინსტიტუციებმა, ევროპული სასამართლოს ჩათვლით. ქართლი კანონი სწორედ მეორე ტიპის კანონს განეკუთვნება. ვენეციის კომისიის დასკვნა საკმაოდ მკაფიოა. ეს კანონი შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან და უნდა გაუქმდეს. ასევე არ უნდა იქნეს მიღებული ვეტოს დადების შემდეგ. თუ საქართველოში ფიქრობენ, რომ არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც უცხოური აქტორების მითითებით მოქმედებენ და მიიჩნევენ, რომ კანონი ლობირების შესახებ საკმარისი არ არის, შეუძლიათ გადახედონ კანონს და ვენეციის კომისია მზად არის, დახმარება გაუწიოს”, – თქვა მან.