ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს.
15-17 ნოემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა), დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი, ასევე სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დაიკი.
ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, 16 ნოემბერს, პრესკონფერენციას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“