“ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი – დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით” – პრემიერი

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ვენეციის კომისიას პროფისიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, დო­კუ­მენ­ტში უამ­რა­ვი აბ­სურ­დუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და ტყუ­ი­ლია.

“უბ­რა­ლოდ, უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ­დი, რო­გორც იუ­რის­ტი, რო­დე­საც ამ დო­კუ­მენტს ვკი­თხუ­ლობ­დი, იმ­დე­ნად უსუ­სუ­რი იყო ის სახე, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ ამ დო­კუ­მენ­ტით. არა­ფე­რი აქვთ სათ­ქმე­ლი და უბ­რა­ლოდ არის სავ­სე აბ­სურ­დუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით და მათ შო­რის ტყუ­ი­ლე­ბით. უამ­რა­ვი სიც­რუე გხვდე­ბათ თქვენ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დო­კუ­მენ­ტში და ამ სიც­რუ­ეს­თან ერ­თად არის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს სა­ბო­ლოო ჯამ­ში არა იმას, თუ რა თქვა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ, არა­მედ უყუ­რებს იმას, თუ სად არის სი­მარ­თლე და ეს არის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამი­ტომ ვამ­ბობთ ხოლ­მე მათ შო­რის ხში­რად, რომ დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი, რო­გორც არას­დროს.

ამა­ში მათ შო­რის იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად აფა­სებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ანუ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი დღეს უფრო მე­ტად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს, ვიდ­რე ჰქონ­და თუნ­დაც 3-4 წლის წინ“, – აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ