ვენესუელაში უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო, რომელსაც ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით მიიღებენ ანაზღაურებას – ტრამპი

ვენესუელაში უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო, რომელსაც ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით მიიღებენ ანაზღაურებას – ტრამპი
„ვენესუელაში უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო. ამ თანხებს ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით მიიღებენ ანაზღაურებას,” – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, დელსი როდრიგესი -ის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობდა, თუმცა უარყო მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია მადუროს გადაყენებამდე.
„არა, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ როდრიგესისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა მალე მოიხსნას ან ძალაში დარჩეს.
კითხვაზე, არსებობდა თუ არა „რაიმე შეთანხმება“ მადუროს გადასაყენებლად, ტრამპმა უპასუხა: „კი, რადგან ბევრ ადამიანს სურდა გარიგება, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამ გზით გაგვეკეთებინა”.
ს განცხადებით, სპეცოპერაციის სამზადისში მადუროს შიდა წრე არ ყოფილა ჩართული.
გარდა მისა, ამერიკის პრეზიდენტმა დაასახელა აშშ-ის ოფიციალური პირების ჯგუფი, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სტივენ მილერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლებიც ვენესუელაში აშშ-ის ჩართულობის ზედამხედველობის ფუნქციას შეითავსებენ:
„ეს არის საერთო ჯგუფი. მათ აქვთ ყველანაირი ცოდნა, განსხვავებული გამოცდილება“, — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები თავადაა.