ვენესუელა დიდი რაოდენობით პატიმრებს, მათ შორის, უცხოელებს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ვენესუელის პარლამენტის (ეროვნული ასამბლეის) თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
პატიმრების გათავისუფლებას, რასაც ვენესულის ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, როდრიგესის თქმით მშვიდობის ჟესტია.
მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად იქნა მიღებული და სხვა რომელიმე მხარესთან არ იყო შეთანხმებული.
“ბოლივარიული რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, გადაწყვეტა დიდი რაოდენობით ვენესუელელი და უცხოელი პირების გათავისუფლება, და გათავისუფლების პროცესის ამწამს მიმდინარეობს,” – განაცხადა როდრიგესმა.
ცნობისთვის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხორხე როდრიგესი ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის და მადუროს პერიოდში ვიცე-პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ძმაა.




