ვენესუელაში -ის ქმედებები იმ „ახალი ენის“ გამოვლინებაა, რომელზედაც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვენესუელაში -ის ქმედებები „ახალი ენის“ გამოვლინებად შეაფასა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ისაუბრებს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ ენაზე ისაუბრებს მსოფლიო მომავალში. უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ, ვენესუელასთან ერთად, წინასწარი შეფასებებით, აშშ-ს შეუძლია, გააკონტროლოს მთელი მსოფლიოს ნავთობის მარაგის 40-50%. ეს ისეთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგომატარებლების ფასებზე“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, აშშ-ს სჭირდება იაფი ენერგია, რათა ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური პროგრამის რეალიზაცია მოახდინოს. ორბანის მტკიცებით, ეს „კარგი ამბავია ბუდაპეშტისთვის“.
„მე ვხედავ სერიოზულ შანსებს, რომ ვენესუელაზე კონტროლის დამყარების შემდეგ უნგრეთისთვის ენერგეტიკულ ბაზარზე უფრო ხელსაყრელი ვითარება შეიქმნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა.
ცნობისთვის, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე ბლოკის მიერ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებას.
1tv.ge