ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თავშესაფარი მოითხოვა, – ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
„ედმუნდო გონსალესი, მისივე თხოვნით, ესპანეთში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით გაფრინდა. ესპანეთის მთავრობა ერთგულია ყველა ვენესუელელის პოლიტიკური უფლებებისა და ფიზიკური მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.
ედმუნდო გონსალესს ვენესუელას ოპოზიცია და რამდენიმე უცხოური ქვეყნის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელას მთავრობამ მისი დაკავების ბრძანება გასცა.
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ედმუნდო გონსალესს უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მისცა, რათა ხელი შეეწყო ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!