ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა.

„მე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავეცი“, – განაცხადა მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

მისი თქმით, საჩუქარი „ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მის ქვეყანასა და -ს შორის „ძმობის ნიშანია“.

მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მაჩადომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს ესპანურად მიმართა: „შეგვიძლია პრეზიდენტ ტრამპზე დაყრდნობა“.

მაჩადოს არ დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა საჩუქარი დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ხშირად საუბრობს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე, უკმაყოფილება გამოთქვა, როდესაც გასულ წელს პრემია მაჩადოს გადაეცა.

ცნობისთვის, კარაკასში აშშ-ის ძალების მიერ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ტრამპმა უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა მაჩადოსთვის, როგორც ვენესუელას ახალი ლიდერისთვის.