ვენესუელას ოპოზიციის დევნილი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს
ვენესუელას ოპოზიციის დევნილი ლიდერის მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმსახურებდა ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში.
მისი მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მსოფლიოს დაუმტკიცა ვენესუელაში თავისი ქმედებებით, რაც, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, „უდიდესი ნაბიჯია კაცობრიობისთვის“.
მისი თქმით, ვენესუელაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს.
მანამდე, მარია კორინა მაჩადომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ვენესუელელების სახელით მადლობა გადაუხადა „კანონის დაცვისადმი მათი სიმტკიცისა და მონდომებისთვის“.
„ვენესუელას თავისუფლება ახლოსაა და მალე ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიზეიმებთ“, – აღნიშნა მაჩადომ.




