ვენესუელას ოპოზიციის დევნილი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს

ვენესუელას ოპოზიციის დევნილი ლიდერის მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, -ის პრეზიდენტი იმსახურებდა ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში.
მისი მტკიცებით, -ის პრეზიდენტმა ეს მსოფლიოს დაუმტკიცა ვენესუელაში თავისი ქმედებებით, რაც, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, „უდიდეს ნაბიჯია კაცობრიობისთვის“.
მისი თქმით, ვენესუელაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს.
მანამდე, მარია კორინა მაჩადომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ვენესუელელების სახელით მადლობა გადაუხადა „კანონის დაცვისადმი მათი სიმტკიცისა და მონდომებისთვის“.
„ვენესუელას თავისუფლება ახლოსაა და მალე ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიზეიმებთ“, -აღნიშნა მაჩადომ.