ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აშშ-სა და ვენესუელას შორის პატიმრების გაცვლა შედგა, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა სალვადორში დეპორტირებული 200-ზე მეტი ვენესუელის მოქალაქე კარაკასში გაგზავნა, ხოლო სანაცვლოდ ვენესუელამ 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა.
„ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი თავისუფალია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და სალვადორის პრეზიდენტს, ნაიიბ ბუკელეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ვენესუელის მთავრობამ სალვადორიდან 252 ვენესუელის მოქალაქის გათავისუფლება დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება