ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე – ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას – მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები

მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სისტემური რეპრესირება მოახდინონ. ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.
მისი თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას.
“ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონმდებლობით და მისი პირველი მოსმენით მიღებით, განსაკუთრებით იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს იღებს სამიზნეში და მათ სტიგმატიზაციას ახდენს. ვფიქრობთ, რომ ეს ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროტესტს და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს…
ჰიპოთეტიურზე სპეკულირებას არ მოვახდენ [სანქციებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება რუსეთს, მე ვთქვი, რომ მსგავს კანონებს იყენებს კრემლი. არა მხოლოდ კრემლი, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობები, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და სისტემური რეპრესირება მოეხდინათ. არ მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა შეესაბამება გამჭვირვალობის გაზრდის საჯაროდ დასახელებულ მიზანს”, – განაცხადა პატელმა.

ასევე დაგაინტერესებთ