ვედანტ პატელი – მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, – -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 4-5 კვირაში „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.
“4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული სივრცე და ამის მთავარი არსია ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მანამდე განაცხადა, ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ პირებმა, ვინც, ჩვენი აზრით, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში”, – განაცხადა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს