ვედანტ პატელი აცხადებს, რომ ისრაელის უშიშროების ხუთმა ქვედანაყოფმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უფლებები უხეშად დაარღვია

„ჰამასის“ თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე ს უშიშროების ხუთმა ქვედანაყოფმა ადამიანის უფლებები დაარღვია, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ავრცელებს.
ვედანტ პატელის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ისრაელის უშიშროების ხუთმა ქვედანაყოფმა, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უფლებები უხეშად დაარღვია.
მისივე თქმით, ოთხმა ქვედანაყოფმა გამოსასწორებელი ზომები მიიღო, ხოლო მეხუთე ქვედანაყოფის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს და აშშ განიხილავს შეზღუდოს თუ არა აღნიშნული ქვედანაყოფისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.
„ჩვენ ისრაელის მთავრობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ. მათ დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინეს, რომელიც ამ ქვედანაყოფს ეხება და ჩვენ განხილვას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

ასევე დაგაინტერესებთ