“ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით… ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა” – ბუდუ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს.
ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს სკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება შვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო – წერს ბუდუ ზივზივაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის