ვგმობთ “ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი – ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ემიჯნებიან და გმობენ “ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას.
განცხადების თანახმად, ეს ყველაფერი და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას.