“ვგმობთ ევროინტეგრაციის შეჩერებას და იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება” – “რატის სკოლა”

“ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება”, – ამის შესახებ სპორტსკოლამ “რატის სკოლა” სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
სპორტსკოლის განცხადების თანახმად, ევროპული გზიდან გადახვევა საფრთხეს უქმნის შვილების მშვიდობიან და თავისუფალ მომავალს.
“რატის სკოლა’’ უკვე ოცი წელია ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს აქვს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად გამოხატოს საკუთარი თავი და ჩამოყალიბდეს შემოქმედებითად მოაზროვნე, თავისუფალ, განათლებულ ადამიანად.
ჩვენი სპორტსკოლა სრულებით იზიარებს ძირეულ, ევროპულ ღირებულებებს, რაც თანხვედრაშია ეროვნულ ფასეულობებთან. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და იმ სასტიკ ძალადობას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება. ევროპული გზიდან გადახვევა საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების მშვიდობიან და თავისუფალ მომავალს, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის უმთავრესი პასუხისმგებლობაა.
ძალა ერთობაშია. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! “, – ვკითხულობთ განცხადებაში.