ვახტანგ ძაბირაძე – ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, საქართველოზე ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია, ისევე როგორც წინა რეზოლუციები, საკმაოდ კრიტიკული იყო.
ოფიციალურ თბილისთან ევროპარლამენტის სასაუბრო ენა სულაც არ ჰგავს მათი მხრიდან ჩვენი ხელისუფლების დაშინების მცდელობას. აშკარად ჩანს, რომ ევროსტრუქტურები საქართველოსთან მიმართებაში პრაქტიკულ ქმედებებზე გადასვლას გეგმავენ.
ევროპარლამენტის რეზოლუციებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაქცია ტრადიციულად ისეთივე იყო, როგორც წინა რეზოლუციებზე. ასე ჩანს – საქართველოს ევროპული პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ასეთ ვითარებაში, სავარუდოდ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ევროპა-საქართველოს ურთიერთობები?
– ხელისუფლება კარგა ხანია ამ პოლიტიკას მიზდევს. უფრო აქტიურად დაიწყო ეს პროცესი, როცა რუსეთმა ში დაიწყო ომი. ჩვენი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თითქოს ევროპა უნდა, მაგრამ, რასაც ევროპიდან მოგვიწოდებენ, ხდება ამ მოწოდებების იგნორირება.
„ქართული ოცნება“ ევროპული რეზოლუციების შესრულებიდან კარგა ხანია გასულია. საქართველოზე რა რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა, „ქართულ ოცნებაზე“ ეს აღარ მუშაობს და არც იმუშავებს. ჩვენი ოპოზიცია არ ითვალისწიებს იმას, რომ ამ მხრივ „ქართულ ოცნებას“ „წითელი ხაზები“ გადაკვეთილი აქვს.
ახლა იმაზე, სანამდე შეიძლება მივიდეთ? ალბათ, ევროკავშირი დაიწყებს აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას. დიდი ალბათობით, შესაძლოა, მივიღოთ ის, რომ ევროპასთან სავიზო რეჟიმი დაბრუნდება და არაა გამორიცხული უფრო შორსაც წავიდნენ.
სანამ ქვეყნის შიგნით ვითარება არ შეიცვლება „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ასეთ საგარეო პოლიტიკას. ვხედავთ, რომ რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის სანქციების დაწესებამ ვითარება არ შეცვალა. ოპოზიციას არ აქვს ძალა რომ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მოძრაობაში მოიყვანოს. ჯერჯერობით, ასეთი არც ლიდერი და არც პოლიტიკური ძალა არ ჩანს. უფრო მეტიც, ოპოზიციურ ფლანგზე ოპოზიციურ ძალებს შორის შეუთანხმებლობაა. იმაზეც ვერ ჩამოყალიბებულან ბრძოლის რა მეთოდი აირჩიონ და როგორ აირჩიონ.
ასეთ ფონზე ხდება ის, რომ გუშინ ს პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პუტინმა თქვა – „იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება ის ჩვენი, რუსული მიწააო.“ ასეთი განცხადება მე-18, მე-19 საუკუნეში თუ გაკეთებულა. პუტინი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინაზე კონტროლის აღდგენას, არამედ რუსული იმპერიის აღდგენას აპირებს, რაც ყოფილ სსრკ-ს სივრცეს გულისხმობს.
პუტინის განცხადებების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, უფრო კონკრეტული ინფორმაციები აქვს თუ რას და როგორ აპირებს რუსეთი, მეეჭვება, რომ ანტიევროპული პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს. ვნახოთ, გადავა თუ არა ევროპა საქართველოსთან მიმართებაში რეალურ ქმედებებზე.
„ქართული ოცნება“ ევროპული რეზოლუციების შესრულებიდან კარგა ხანია გასულია. საქართველოზე რა რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა, „ქართულ ოცნებაზე“ ეს აღარ მუშაობს და არც იმუშავებს. ჩვენი ოპოზიცია არ ითვალისწიებს იმას, რომ ამ მხრივ „ქართულ ოცნებას“ „წითელი ხაზები“ გადაკვეთილი აქვს
– დამკვირვებელთა ნაწილს, რომლებსაც ოპოზიციურ განწყობები არ აქვთ, თვლიან, რომ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკისა და ევროპის კრიტიკის პოლიტიკა, არის შეცდომა“.
მათივე მტკიცებით, „საქართველო არც ეკონომიკურად, დიპლომატიურად და კიდევ სხვა პარამეტრებით არაა მზად და ვერ შეძლებს ევროპასთან და ამერიკასთან ბრძოლას“.
თუ ხელისუფლებამ ასეთი საგარეო პოლიტიკა გააგრძელა, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?
– საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამ მხრივაც საკმაოდ გამოკვეთილია. როცა ხელისუფლება ანაკლიის პორტზე საუბრობს, მარტო ანაკლიის პორტზე როდია საუბარი. აქ საუბარია მთლიანად ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლაზე. ხელისუფლების რიტორიკა, რომ ჩვენ თითქოს ევროპისკენ მივდივართ, თან ევროპას ვლანძღავთ, არის იმ ელექტორატის დასამშვიდებლად გაკეთებული განცხადებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და თან ევროპა უნდა.
რეალურად, „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ევროპისა და ამერიკის ჩანაცვლება რუსეთით და ჩინეთით უნდა. სანამ ამას „ქართული ოცნების“ ელექტორატი არ იგრძნობს, და ვიდრე ეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე არ აისახება, სამწუხაროდ, არსებული ვითარება არ შეცვლება. „ქართული ოცნება“ ევროპას და ამერიკას ეუბნება – თავი დაგვანებეთ! თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი მათ თავს დაანებებს, ხელისუფლებას მათი შემცვლელი რუსეთისა და ჩინეთის სახით უკვე მოძებნილი ჰყავს.
პუტინის განცხადებების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, უფრო კონკრეტული ინფორმაციები აქვს თუ რას და როგორ აპირებს რუსეთი, მეეჭვება, რომ ანტიევროპული პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს. ვნახოთ, გადავა თუ არა ევროპა საქართველოსთან მიმართებაში რეალურ ქმედებებზე
ასეთი ვითარებაა. ისრაელსა და ირანს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა და საომარმა მდგომარეობამ შესაძლოა, კორექტივები შეიტანოს მსოფლიო პოლიტიკაში გეოპოლიტიკური თვალსზრისით.
ამ ფრონტზე თუ როგორ განვითარდება პროცესები, ამაზე შესაძლოა ბევრად იყოს დამოკიდებული „ქართული ოცნების“ შემდგომი ნაბიჯები. მაგრამ, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება თავის არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში არანაირ ცვლილებებს არ შეიტანს. უფრო მეტიც, რეპრესიები, რაც დაწყებულია, კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ქართული ოცნება“ ევროპას და ამერიკას ეუბნება – თავი დაგვანებეთ! თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი მათ თავს დაანებებს, ხელისუფლებას მათი შემცვლელი რუსეთისა და ჩინეთის სახით უკვე მოძებნილი ჰყავს
– რეპრესიები რომ დაწყებულია ვხედავთ. დაკავებები გრძელდება, სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იურისტთა კრიტიკას ვერ უძლებს.
როგორც ამბობენ, ხელისუფლება დაიწყებს იმ კანონების აღსრულებას, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოების საკმაოდ ნაწილს ეხება.
ამის ფონზე სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსთა ციხეში გამწესების შესახებ. ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული ს წინ. ოპოზიციაში არაა ერთიანობა იმაზე, უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში თუ არა.
თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლებას უნდა თუ არა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში?
– ამ საკითხშიც მარტივი ანალიზით შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე. ხელისუფლება დასავლეთთან პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. ჩვენმა პარტნიორებმა რეზოლუციების ეპოქა გაიარეს, მაგრამ,, ისინი მკვეთრ ღონისძიებებზე გადასვლას ჯერჯერობით მაინც არ აპირებენ და ვერც ახერხებენ. უფრო იმუქრებიან, ვიდრე რეალურ ნაბიჯებს დგამენ. თან დასავლეთიც საქართველოსთან მიმართებაში ერთიანი არ არის.
ხელისუფლებას არც უნდა ესაა ძალაუფლების შენარჩუნება. რადგან ხელისუფლება პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, ჩემი აზრით, ის ამ ეტაპზე ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, ამიტომ ხელისუფლებისთვის ძალიან მომგებიანი იქნება თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
უახლოეს პერიოდში ხელისუფლება თავის არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში არანაირ ცვლილებებს არ შეიტანს. უფრო მეტიც, რეპრესიები, რაც დაწყებულია, კიდევ უფრო გამკაცრდება
იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი თავისი პროპაგანდით შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა და უპრობლემოდ მოიგებს ამ არჩევნებს.
სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებს უყურებს როგორც ადგილობრივ ორგანოებში მანდატების მოპოვების საშუალებას. ჩემი აზრით, დღეს არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებში მონაწილოების თემები არ უნდა უკავშირდებოდეს მანდატების მოპოვებას, არამედ უნდა უკავშირდებოდეს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
– ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მხარს უჭერენ, არ ამბობენ, რომ ეს არჩევნები ადგილობრივ ორგანოებში მანდატების მოპოვებას უკავშირდება.
ოპოზიციონერთა დაკავებები გაგრძელდება. თუ ოპონენტები არ იღებენ მონაწილოებას, გაუგებარია, ოპონენტების გარეშე არჩევნების ჩატარება რატომ უნდა აწყობს ხელისუფლებას?
– ხელისუფლებას საბჭოური არჩევნების ჩატარება სურს. ანუ, ისეთი არჩევნების, როგორც ბელორუსში, ანაც რუსეთში ტარდება.
საქართველოს ყველა ხელისუფლებისთვის ყველა არჩევნებზე შემაკავებელი ფაქტორი იყო დასავლეთის პოზიცია. ზოგი დასაველეთს ერიდებოდა, ზოგი არ ერიდებოდა, ან ნაკლებად ერიდებოდა. თუ ჩვენთან ხელისუფლების ცვილებებს დავაკვირდებით, რუსეთი ყოველთვის მონაწილეობდა. ღიად, ან მალულად, ან თავისი მეხუთე კოლონით.
ხელისუფლებისთვის ძალიან მომგებიანი იქნება თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
დღეს ხელისუფლება ღიად საუბრობს იმაზე, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება. ამიტომ ამბობს, რომ მას აქ მოახლოებულ არჩევნებზე არ სჭირდება ეუთო/ოდერის დაკვირვება. აქ მთავრი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს. ამას ხელისუფლება ხედავს, მაგრამ ვერ ხედავს ოპოზიცია. ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ არჩენებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
ოპოზიცია ვერ ხვდება რომ არჩევნებში მონაწილოებას, მინიმუმ ის აზრი აქვს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის კიდევ ერთხელ გაერთიანების საშუალებას იძლევა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვინც დასაშინებელია დააშინებს, ვინც მოსასყიდია მოისყიდის და ადგილოვრივ დონეზე ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
– თქვენ პეტერბურგის ფორუმზე პუტინის განცხადება ახსენეთ.
იმის გარდა, რაც თქვენ გაიხსენეთ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა – უკრაინული სახელმწიფო უნდა გავანადგუროო. ასეთი გულწრფელი ბატონი პუტინი კარგა ხანია არ ყოფილა. ცხადად გამოჩნდა, რომ საუბრებს მშვიდობაზე, რომ პუტინს მშვიდობა უნდა და ასე შემდეგ წერტილი მან თავად დაუსვა.
იმ ფონზე, რაც ახლა ისრაელსა და ირანს შორის ხდება, უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივა ჯერაც გაურკვეველია, თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო პუტინის ასეთი თამამი განცხადებების მიზეზი?
– რუსეთის იმპერიის გაფართოება ყოვეთვის იდეოლოგიას ეფუძნებოდა. მე-17, მე-18 საუკენეში მისი საფუძველი იყო მართლმადიდებლობა და ჭეშმარიტი რელიგიის გავრცელება. ვითომ ამისთვის იბრძოდა იმპერია და სხვა პრობლემები არ ჰქონდა. სინამდვილეში, იმპერიის გაზრდა და ტერიტორიების შეერთება იყო ყოველთვის მათი მიზანი.
კომუნისტების დროს მათი ლოზუნგი იყო – თანასწორობა, ძმობა, ერთობა. რუსეთი მუდმივად ცდილობდა იმპერიის გაფართოებას, მაგრამ, ამას მუდმივად სხვადასხვა კეთილშობილური იდეებით ფუთავდა. იდეა, რომ რუსმა ჯარისკაცმა ფეხები ინდოეთის ოკეანეში უნდა დაიბანოს, მუდამ რუსული იმპერიული იდეოლოგიის ნაწილი იყო.
პუტინმა პეტერბურგში გაკეთებული განცხადებების გასაკეთებლად დრო შეარჩია. იგი თვლის, რომ დღეს დასავლეთი, ისევე როგორც ჩვენი ხელისუფლება ძალიან სუსტია იმისთვის, რომ მას ადეკვატური პასუხი გასცეს. დასავლეთს პრობლემები აქვს. მას ახლა დაემატა ისრაელ-ირანის დაპირისპირება, რომელიც არც ორ-სამ დღეში დასრულდება. თუ ამერიკა და ევროპა თავისი რესურსებით ისრაელს დაეხმარებიან, მაშინ უკრაინას პრობლემები გაუჩნდება.
ოპოზიცია ვერ ხვდება რომ არჩევნებში მონაწილოებას, მინიმუმ ის აზრი აქვს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის კიდევ ერთხელ გაერთიანების საშუალებას იძლევა
ამიტომ თქვა პუტინმა ის, რასაც ფიქრობს. ოღონდ, აქ უკვე მარტო უკრაინაზე არ საუბრობს პუტინი. პუტინის მიერ პეტერბურგში გაკეთებული განცხადებები სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებსაც ეხება. ბალტიის ქვეყნების და კავკასია ნამდვილად დგას საფრთხის წინაშე. გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ისრაელ-ირანის ომი და რამდენ ხანში შეძლებს და ზოგადად, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის დამორჩილებას.
პუტინმა პეტერბურგში გაკეთებული განცხადებების გასაკეთებლად დრო შეარჩია. იგი თვლის, რომ დღეს დასავლეთი, ისევე როგორც ჩვენი ხელისუფლება ძალიან სუსტია იმისთვის, რომ მას ადეკვატური პასუხი გასცეს
არც ისაა გამორიცხული რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებაზე აქტიურობა შეაჩეროს და რუსული იმპერიის გაფართოება სხვა მიმართულებით გააგრძელოს. იმ ვითარებაში, რაც ახლა ყალიბდება გლობალურად, ამას აღარ გამოვრიცხავ. ვგულიხმობ ევროპის სისუსტეს და იმას, რომ თუ -ს რესურსები მთლიანად ისრაელზე გადაერთვება. თუ მოვლენები ასე განვითარდა, საქართველო კი არა, ევროპაც დაუცველი დარჩება.
პუტინის მიერ პეტერბურგში გაკეთებული განცხადებები სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებსაც ეხება. ბალტიის ქვეყნების და კავკასია ნამდვილად დგას საფრთხის წინაშე. გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ისრაელ-ირანის ომი და რამდენ ხანში შეძლებს და ზოგადად, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის დამორჩილებას
პუტინის განცხადებები იმასაც გულისხმობს, რომ რუსეთმა აიძულოს დასავლეთი წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებებზე და დათანხმდეს უკრაინის საკითხში იმ პირობებზე, რა პირობებსაც ითხოვს პუტინი იმისთვის რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეწყდეს.
თუ რუსული იმპერიის აღდგენის პროცესი უკრაინის მიმართულებაზე შეჩერდა, ის აუცილებლად გაგრძელდება სხვა მიმართულებით. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მიმართულება საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს
თუ ასე მოხდა, ასეთი „მშვიდობა“ მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდება. თუ რუსული იმპერიის აღდგენის პროცესი უკრაინის მიმართულებაზე შეჩერდა, ის აუცილებლად გაგრძელდება სხვა მიმართულებით. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მიმართულება საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი