ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ

სალომე ზურაბიშვილმა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, თავისი ადგილის და როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – ჩამოყალიბდეს, როგორც ლიდერი ამ პოლიტიკური მოძრაობისა ან არ ვიცი, ასე თუ გააგრძელებს, არც არაფერი გამოვა. რაც შეეხება ს და ბადრი ჯაფარიძეს, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკიდან გავიდნენ. დღეს იმდენად გაურკვეველია ქართული პოლიტიკური სივრცე, რომ ოპოზიციაში, რა ხდება, კაცმა არ იცის, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
მანამდე გადაცემაში მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე, რომლის შესახებაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ განაცხადა, რომ „პრემიერი წავიდა იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება“. ძაბირაძის შესაფერით, ამ ამ განცხადებით მ „ქართული ოცნებიდან“ გამომდინარე რეალობა ასახა, რადგანაც „ქვეყანა მთელი წელია ავტორიტარიზმისკენ მიდის, ავტორიტარიზმი და ევროპა კი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.
„ვოლსკიმ ეს უბრალოდ თქვა, ოღონდ ეს რამდენად სწორია და რამდენად წყდება ჩვენი მომავალი აშხაბადში და არა ევროპაში, ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებული – ჩვენი და ქვეყნის პოლიტიკა ზე უფრო მეტად ვართ მიბმული, ვიდრე ვოლსკი და მისი მეგობრები ამას ფიქრობენ. როგორ გადაწყდება უკრაინის ამბავი, ეს იქნება განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორ წავა პოლიტიკა საქართველოს შიგნით და გარეთაც.
რაც შეეხება უშუალოდ კობახიძის აშხაბადში ყოფნას, იცით, რაშია საქმე? კი მიიწვიეს აშხაბადში და ის ჩავიდა, თითქოს ნორმალურად წარიმართა ვითარება, მაგრამ ჯერჯერობით არც ს და არც „ქართულ ოცნებას“ ისინი თავისიანად არ თვლიან. ეს პრობლემა უდგას კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ როგორც აშხაბადში, ისე ევროსაბჭოში და დასავლეთთან ურთიერთობაში,“ – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება 2025 წლის შედეგების შეფასებას, მათ შორის კითხვას: როგორ გაართვა მიხეილ ყაველაშვილმა თავი ათონელის სასახლეში გატარებულ პირველ წელიწადს, ძაბირაძის თქმით, „თუ ყაველაშვილის პარლამენტში მოღვაწეობას დღევანდელს შევადარებთ, ძალიან დიდი ნახტომია იმიტომ, რომ გინებიდან მეტ-ნაკლებად გამართული ლაპარაკი პოლიტიკაზე, ძალიან დიდი მიღწევაა“. მეორე მხრივ, ძაბირაძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილზეც, რომელიც ლეგიტიმურ პრეზიდენტად საკუთარ თავს მიიჩნევს.
„პარლამენტში გინების მეტს, მე მგონი, არც არაფერს აკეთებდა. ახლა, მეტ-ნაკლებად რაღაცებს ლაპარაკობს. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლი არც ძალიან მნიშვნელოვანი და არც გადამწყვეტი არ არის. რაც შეეხება საკითხს, რომ „ორი პრეზიდენტი“ გვყავს – ამას რას დავარქმევთ სულ ერთია, ოღონდ ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი ადგილის და როლის შესახებ ამ პოლიტიკურ ვითარებაში. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდეს, როგორც ლიდერი ამ პოლიტიკური მოძრაობისა ან არ ვიცი, ასე თუ გააგრძელებს, არც არაფერი გამოვა. კი, მას დაუძახებენ პრეზიდენტს, ხანდახან ვიღაცა მიიწვევს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ლიდერია საჭირო და ეს ფუნქცია უნდა აიღოს. არსებულ ვითარებაში, არა ისეთი როგორც 1 წლის წინ ჰქონდა, მაგრამ რაღაც რესურსი იმისა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, არსებულ ვითარებაში, ეს რესურსი მას აქვს, ოღონდ მას უნდა ძალიან სწორი გათვლა და მისი პოზიციიდან გამომდინარე საკმაოდ რადიკალური ქმედებები. თუ არ გამოდის არაფერი, მაშინ ასე გაგრძელებას, რომ უბრალოდ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივო და მეტი არაფერი, [აზრი არ აქვთ]. იურიდიულად საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს, რომ რეალურად ჩაერთოს [პოლიტიკურ პროცესში]. დღეს, ზურაბიშვილი არის პოლიტიკური პროცესების მაყურებელი, იმისა, რა პროცესებიც მიდის – კარგი, ცუდი და ა.შ. 4 ოქტომბერს იმ შეკრებაზე მისი ყოფნა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თუ მიდიხარ, თუ ლიდერი გქვია, მაშინ მომიტინგეებს შორის კი არ უნდა იდგე, ტრიბუნაზე უნდა იყო. აი, ამას ვლაპარაკობ – გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების აქტიურობის ხარისხს და იმას, რომ რიგი ოპოზიციონერი ლიდერი ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას, მათ შორის შემცირებულია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის აქტიურობა, ისე როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს „სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებითაც კი აღარ ეხმაურება გერმანიაში მყოფი გიორგი გახარია“, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ რიგმა ოპოზიციონერმა ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
„[მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის] უფრო აქტიურობა რას ნიშნავს, სააკაშვილივით ყოველ მეორე დღეს განცხადება გააკეთონ? [მათი დუმილი] შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკიდან გავიდნენ. არ გამოვრიცხავ. დღეს იმდენად გაურკვეველია ქართული პოლიტიკური სივრცე, რომ ოპოზიციაში, რა ხდება კაცმა არ იცის. ერთ-ორ თვეში დაპატიმრებული ლიდერები გამოვლენ, მაგრამ ოპოზიციის ლიდერების ციხეში ყოფნა-არყოფნა არ არის აქ პრობლემა, ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ ვერ მოძებნეს ვერც იდეოლოგია, პოლიტიკური თემა, რომელიც ამ ელექტორატს გააერთიანებს. ოპოზიციური ელექტორატი არ არის ერთიანი და ამაზე უნდა იფიქრონ“, – განაცხადა ძაბირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ