ვახტანგ ყოლბაია – დღეს პუტინი ცდილობს, რომ ს მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს – სანამ თავის პოლიტიკას არ მიაღწევს, ყველაფერს გააკეთებს, რომ კვერით და თაფლით საბოლოოდ, ყველას ინტერესები დააკმაყოფილოს

დღეს პუტინი, კრემლი ცდილობს, რომ ს მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
მან ს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის ს მოქალაქეობის მიღების გამარტივება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ითქვა, რომ პრაქტიკულად, აფხაზეთის მოსახლეობის 70% რუსეთის მოქალაქის სტატუსს ატარებს და დარჩენილი 30%-სთვის არის ეს გაკეთებული. სრული ნებაყოფლობითი ანექსიაა, ოკუპაციაზე აღარ ვლაპარაკობ, რომელიც ძალიან სერიოზული ტემპით მიდის.
ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას გააგრძელებს და სანამ თავის პოლიტიკას არ მიაღწევს, ყველაფერს გააკეთებს იმის მისაღწევად, რომ კვერით და თაფლით საბოლოოდ ყველას ინტერესები დააკმაყოფილოს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბიზნესმენთა გარკვეულ ჯგუფზე, რადგან რუსეთის ბიზნესი ატარებს ხელისუფლების ხასიათს და მის კვალდაკვალ მიჰყვება მის პოლიტიკას. განუყოფელია ბიზნესი, პოლიტიკა, მით უმეტეს, რუსეთის პირობებში“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მისი თქმით, „თაფლისა და კვერის პოზიცია“, რომელსაც კრემლი ეწევა, ალბათ, საბოლოოდ, თავს იჩენს და უფრო მეტ რამეს გაიღებს კრემლიც.
„საქმე ისაა, რომ აფხაზი ხალხი მაინც ტრადიციულია, ის ასე იოლად არ დათანხმდება იმას, რასაც რაღაცის მიწოდება თუ ლაქუცი ჰქვია. შეეცდება, ბოლომდე პრინციპული იყოს და თავის პოზიციაზე იდგეს“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მისი განმარტებით, უნდა დალაგდეს სიტუაცია და პრაგმატულად შეხედონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
„იყო ომი, გავიდა 30 წელზე მეტი. იქაც და აქაც სხვაგვარად ვუყურებთ აფხაზურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას. ამიტომ, სანამ ამას არ გაითავისებენ სოხუმში, მანამდე იქნება ეს იწილო-ბიწილო. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში იქნება მთელი აფხაზეთის მოსახლეობა“,-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ