ვახტანგ მახარობლიშვილი – ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და მათ შორის, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ევროპარლამენტი ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა“,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება