ვახტანგ კაპანაძე – უკრაინაში რუსეთის შეტევამ კულმინაციის წერტილს მიაღწია, შემდეგი წინსვლა უჭირთ

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ში ს შეტევამ კულმინაციის წერტილს მიაღწია და შემდგომი წინსვლა უჭირს.
როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა, ამის ფონზე, უკრაინა თავდაცვით და არაპირდაპირი ზემოქმედების მეთოდებს იყენებს.
“ამ ეტაპზე, რუსეთის შეტევამ კულმინაციის წერტილს მიაღწია, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგი წინსვლა მათ უჭირთ. გარკვეული შეფერხება აქვთ წინსვლაში, ამჟამად გაჩერებულები არიან, თუმცა გარკვეულ ეტაპზე კონტრშეტევა მიმდინარეობს.
უკრაინა ჩაჯდა თავდაცვაში, ამავე დროს, იყენებს არაპირდაპირი მოქმედებების ზემოქმედების მეთოდებს. მაგალითად, რუსულ ტერიტორიაზე შევიდა სარეიდო ჯგუფები – ვორონეჟი დაბომბეს, კურსკში შევიდნენ. სარეიდო ჯგუფის ამოცანაა, შესვლა, ამოცანის შესრულება და გამოსვლა. ასეთი მოქმედებები რუსეთს აიძულებს, გაიწელოს მოქმედებები და ყურადღება ამ მიმართულებაზე გადაიტანოს“, – განაცხადა კაპანაძემ.
უკრაინის მიმართ დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარებაზე საუბრისას კაპანაძემ აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთისგან კვლავ იღებს დახმარებას, პარალელურად კი, რუსეთი „გაჭირვებას განიცდის“.
„ისე არ არის, რომ უკრაინა საერთოდ არაფერს იღებს. იღებს უკრაინა აღჭურვილობას. ის, რომ რუსეთი სანქციებიდან და დარტყმებიდან გაჭირვებას განიცდის, ამის მაჩვენებელია ის, რომ ჩრდილოეთ კორეიდან იღებს საბრძოლო მასალას“, – განაცხადა კაპანაძემ.
გარდა ამისა, მან საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, „ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა და ზოგიერთი სახელმწიფო თავდასხმის საფრთხეს ზრდის, ამიტომ გამბედავი ქმედებებია საჭირო“.
კაპანაძის მოსაზრებით, მას უახლოეს მომავალში არ წარმოუდგენია, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარები შევლენ.
„უახლოეს მომავალში არ წარმომიდგენია, რომ უკრაინაში ნატო-ს ჯარები შევლენ, ეს იქნება უკვე ნატო-ს ჩართულობა. შესაძლებელია შევიდნენ ინსტრუქტორთა ჯგუფები, რომლებიც დიდი ალბათობით უკვე იმყოფებიან ადგილზე, არ არის გამორიცხული სამედიცინო მხარდაჭერის აღმოჩენა, ოღონდ ცალკეული ქვეყნების მხრიდან და არა ნატო-ს ეგიდით. ნატო-ს ეგიდით უკრაინაში შესვლა ნიშნავს ნატო-სთან ომის დაწყებას. ნატო-ს წევრ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ჯარი შეიყვანოს უკრაინაში. ნატო-ს ცნობილი მე-5 მუხლი, მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუკი იმ ქვეყანას დაემუქრება საფრთხე და არა მაშინ, როდესაც ქვეყნის გარეთ მოხდება საომარი მოქმედება“, – განაცხადა კაპანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ