ვახტანგ გომელაური: სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ

ვახტანგ გომელაური: სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ატაშეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას