ვახტანგ გომელაური სასანქციო სიაზე – სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ პირთა სიაში მის ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სიაში დიდი ხნის წინ ჩაწერეს.
„სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს“, – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მისვლისას.
ცნობისთვის, „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ პირთა სიაში არიან: ირაკლი (პრემიერ-მინისტრი), (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი), (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე), ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი), (პარლამენტის სპიკერი), ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე), (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი), ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული არხი PosTV-ის მფლობელი), დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი), (პარლამენტარი), მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე), ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი), დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი), გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე), შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე), გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი), კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი), გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე), გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი), რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური), ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი), უჩა მამაცაშვილი, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ნოშრევან ნამორაძე, ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი), ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი), (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი), კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე