შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მეხუთე მოადგილე იქნება. სხვა მოადგილეები არიან: შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე.
შალვა თადუმაძის სამუშაო გამოცდილება:
· 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
· 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა. უფრო ადრე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე და იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
შალვა თადუმაძის უვადო მოსამართლედ არჩევის პროცესში სადავო გახდა მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გავრცელებული ცნობის მიხედვით, მან1994 წელს დაფუძნებულ უნივერსიტეტში 1993 წელს ჩააბარა.
მინისტრის ახალ მოადგილეს ლიეტუვამ სავიზო სანქციები 5 დეკემბერს დაუწესა. ის ამ გადაწყვეტილების სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
სანქცირებულია შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე. მათ სანქციები აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 19 დეკემბერს დაუწესდათ საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრაციებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობის გამო.