“ვახსენე როიტერსიც, აქ მოსამართლე ცეკვავა მეკითხება: – ეგ ვინ არის?” – ზურაბ ვარდიაშვილი

პუბლიკას დამფუძნებელი, ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ მარიამ ქავშბაიას სასამართლო პროცესზე გამოიკითხა, სოციალურ ქსელში, წერს:
მოწმედ ვიყავი გამოძახებული Mariam Qavshbaia-ს პროცესზე, იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჩვენი ჟურნალისტია.
მხოლოდ ჩემი სიტყვა კი არ მივიტანე – მივიტანეთ ხელშეკრულება პუბლიკასა და მარიამს შორის, მივიტანეთ მისი ნამუშევრები, იმ დღეს გადაღებული ფოტომასალა, როცა გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, ასევე პრესბარათი. დავადასტურე, რომ ნამდვილად ჩემი დავალებით, სამუშაოდ იყო მარიამი იქ. -ს ახალმა ვარსკვლავმა, მგონი თინათინი ჰქვია, მოიტანა ვიდეო, რომელიც ჩვენ უფრო გვადგებოდა მტკიცებულებად, რადგან ჩანს, როგორ მოძრაობს მარიამი უკვე გადაკეტილ რუსთაველზე და პროფესიონალური კამერით იღებს ფოტოებს. ეს შსს-ს გოგო ისეთი ჩლუნგი აღმოჩნდა და ისეთ საოცარ კითხვებს სვამდა, ზოგადად რატომ დადიან ჟურნალისტები აქციებზე და ა. შ. რომ გადავწყვიტე მოკლე კურსი შემეთავაზებინა მისთვის მედიის როლზე, ჟურნალისტიკის რაობაზე და გაშუქების მნიშვნელობაზე – მოვიყვანე საერთაშორისო მაგალითებიც, და რაღაც მომენტში ვახსენე, მათ შორის, როიტერსიც. აქ, მოულოდნელად მოსამართლე ცეკვავა, რომელიც მანამდე თავჩაქინდრული იჯდა და ხმას არ იღებდა, თავს მაღლა სწევს და მეკითხება: – ეგ ვინ არის?
აი ამ ხალხმა გაგვასამართლა.