ვახო სანაია: ეს ქოცების შნირი ვინ ურჩია ადვოკატად? თან აღიარების გზით წაიყვანა, თან საქმე გაუფუჭა

“ეს ქოცების შნირი ვინ ურჩია ადვოკატად? თან აღიარების გზით წაიყვანა, თან საქმე გაუფუჭა, თან ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.

ცნობისათვის – 2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ მიღო.
ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებისთვისაც მზად იყვნენ, თუმცა მათ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდათ.

„მე ვერავინ დამაბრალებს, რომ მომხრე ვიყავი ამ პროტესტების.
მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა“, – ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პროკურატურის განაცხადზე, რომ მიღებულია ზოგადი გადაწყვეტილება, არ გაფორმდეს საპროცესო ხელშეკრულება.