ვაშინგტონში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას -ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.