ვაშინგტონის ცნობით, რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შესაქმნელად მუშაობს

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ საფრთხე, რომლის შესახებაც კონგრესის წარმომადგენლები საუბრობდნენ, უკავშირდება ს მიერ კოსმოსური თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავებას.
-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ეს პოტენციალი აქტიური არ არის, მხოლოდ შემუშავების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს, უშუალო საფრთხეს ამჟამად არ წარმოადგენს.
კირბის თანახმად, აშშ განაგრძობს მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლას. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კოსმოსში იარაღის განთავსება დაარღვევს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის ხელმომწერთა შორის რუსეთიცაა.
ჯონ კირბის ცნობით, პრეზიდენტ ს განკარგულებაა ამ საკითხზე კონგრესის ლიდერების ინფორმირება და პირდაპირი დიპლომატიური კონტაქტები რუსეთთან და აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთან, თეთრ სახლს არ გაუცია რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესახებ სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროების ნებართვა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ახალი სერიოზული საშიშროების შესახებ 14 თებერვალს განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა, ინფორმაცია გაასაჯაროოს, რათა კონგრესმა და აშშ-ის მოკავშირეებმა შეძლონ საპასუხო ზომების განხილვა.
ტერნერის ამ განცხადების შემდეგ, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ საფრთხე უკავშირდება რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებას. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ანონიმ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით არ გამორიცხა, რომ უკრაინის მხარდამჭერმა კონგრესმენმა ტერნერმა ხმაური ატეხა იმ მიზნითაც, რომ წარმომადგენელთა პალატას უბიძგოს უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღებისკენ.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 15 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ყველა საშუალებით ცდილობს კონგრესს მიაღებინოს კანონპროექტი უკრაინის დახმარების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ამერიკელები ბოროტი განზრახვით შეთხზული ამბებით ცდილობენ მოსკოვს მიაწერონ მტრული მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს