ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.
დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში.
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან.
იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ეს ხელისუფლება მათ შეურაცხყოფას აყენებს კონსპირაციებით. საგანგაშოა დღევანდელი მთავრობის განცხადებები.
შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან.
