ვაშაძე: მივესალმები ლაზარეს შეწყალებას, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება

გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტ ს განცხადებას ეხმაურება ს შეწყალების თაობაზე.
მისი თქმით, გრიგორიადისის შეწყალებით, დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება. ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მივესალმები ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა იქნება შედეგიანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – წერს ვაშაძე.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.