ვაშაძე, დემოგრაფიული კატასტროფა მაშინ დაიწყო ქვეყანაში, სააკაშვილის ხელისუფლებაში რომ ნებივრობდით და ფეხებზე გეკიდათ შობადობაც და მიგრაციაც

“მიგრაცია 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი სწორედ სააკაშვილი-ვაშაძის მმართველობის დროს იყო. ქვეყანა მაშინ დაიცალა სწორედ ხალხისგან და არა დღეს,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. იგი პასუხობს ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის კრიტიკას ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხზე და აღნიშნავს, რომ ვაშაძეს და მის თანაგუნდელებს დემოგრაფიული პრობლემები საერთოდ არ ადარდებთ, უბრალოდ ეს თემა საარჩევნოდ სჭირდებათ.
“ნაცმოძრაობის უსირცხვილო სახემ მ კიდევ ერთხელ ახსენა დემოგრაფია და მათ შორის, ჩვენი ფონდიც, რომელმაც ბევრი სიკეთე გაუკეთა ქვეყანას. ამაზე დეტალურად ბევრჯერ ვისაუბრე, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრჯერ არ მითქვამს ვაშაძის და მისი სისხლიანი მთავრობის მიერ გაკეთებული “საგმირო საქმეები”. დემოგრაფიულად სწორედ ვაშაძე-სააკაშვილის ხელისუფლებამ მოცელა საქართველო.
პირველი ის, რომ მიგრაცია 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი სწორედ სააკაშვილი-ვაშაძის მმართველობის დროს იყო. ქვეყანა მაშინ დაიცალა სწორედ ხალხისგან და არა დღეს. რეპროდუქციული ასაკის მქონე ახალგაზრდები ციხეებში გამოამწყვდიეს, ზოგი აწამეს, ზოგი გააუპატიურეს.
ახალგაზრდა ბიჭები ქუჩებში ჩაგვიცხრილეს. ესეც არ გვაკმარეს და აგვისტოს ომში ქართული გენი გაანადგურეს. მრავალშვილიანი დედის სტატუსი გააუქმეს, მარტოხელა დედებს 5 ლარიც მოუხსნეს, სკოლების ოპტიმიზაცია მოახდინეს და სოფლები მთლიანად დაცალეს მოსახლეობისგან. მათი მმართველობის დროს 276 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა მოსახლეობისგან. ადამიანები უფულობისგან კვდებოდნენ და ექიმთან ვერ მიდიოდნენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო… ვაშაძე, დემოგრაფიული კატასტროფა მაშინ დაიწყო ქვეყანაში, სააკაშვილის ხელისუფლებაში რომ ნებივრობდით და ფეხებზე გეკიდათ შობადობაც და მიგრაციაც. ახლაც არ გადარდებთ, მაგრამ საარჩევნოდ გჭირდებათ და ამიტომ ყეფთ. თქვენი დრო წავიდა და აღარასდროს დაბრუნდება სწორედ მაგიტომ, რომ ამ დონის უზნეო და მატყუარები ხართ. თქვენ ვეღარასდროს გაეკარებით ხელისუფლებას.” – წერს ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა

ისიც კი შეეშინდათ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი გაეთხარა ვინმეს. ყველა უარს გვეუბნებოდა. აფრთხილებდნენ, რომ ახლოს არავინ მოგვკარებოდა ჩვენ. ოჯახმა ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი – ციცინო შავაძე

თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით