“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან, ხან IRI-ს, ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა” – რატი იონათამიშვილი

პარტია “ქართულ ოცნებაში” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს NDI-ს კრიტიკის გამო აკრიტიკებენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაბალი რეიტინგი დამსახურებული და კანონზომიერია.
“ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ გაუშვა, ხან NDI-ს ოფისში შევარდებიან და დახევენ დასკვნებს, ხან IRI-ს ოფისში შევარდებიან და ვიცით, კიდევ სადაც უნდათ შევარდნა, მაგრამ იქ დღემდე ვერ ბედავენ. მათ მოსაზრებებს არანაირი ფასი არ აქვს. ორმაგი და ათმაგი სტანდარტი ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი “ღირებულება” არის და რჩება.
ის, რომ ამ ადამიანების რეიტინგს უკვე პულსი არ ესინჯება, დამსახურებული და კანონზომიერია, ვინაიდან არ დაუმსახურებიათ, რომ მათ რაიმე სახის მხარდაჭერა ჰქონდეთ და, ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლის გადაგდებით და მოტყუებით გამოიჩინეს თავი, არათუ, ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლითა და მტრობით. შესაბამისად, დაელოდონ 2024 წლის არჩევნებს და მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდება,”- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო