ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს –

“ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს – ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი , მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.
მეგრელიშვილის თქმით, დამარცხების აღიარებაა კანონი, რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება, ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღონ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპირონ.
„ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს- ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან. დამარცხების აღიარებაა – კანონი რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღოთ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპიროთ. უფლებების სახელით ჩვენ უუფლებობამდე მიყვანა არ გამოგივათ! ზნეობრივი, კულტურული, სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად თქვენს გარეშეც, თითქმის მთელი საქართველო მზად ვართ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს