ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ს ყველა მეზობელი ერის თავისუფებისთვის, საჭიროა მის წინააღმდეგ “კოლექტიური და ძლიერი ზეწოლა”.
“აგრესორზე კოლექტიური და ძლიერი ზეწოლა გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ყველა მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს”, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან ს გამარჯვება უსურვა.
Thank you, @Zourabichvili_S! Collective and strong pressure on the aggressor is critical to ensuring that all of its neighbouring nations remain free. We highly value Georgia and its freedom-loving people. — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2024
„ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე.
რუსეთმა ორი წლის წინ წამოიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. კრემლში ამას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ.
გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
ორწლიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქი თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა არაერთი მიმართულებიდან, – მაგალითად, სა და ხარკოვის, – უკან დახევა მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა