ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია – ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებს ულოცავს. ალექსანდრ დე კროს თქმით, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია.

მისივე თქმით, გრძელი გზაა და საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს.

“ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია. ევროკომისიამ შესაბამისი ანალიზი დადო. ვფიქრობ, გზავნილი, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ვუგზავნით, იქნება ეს , საქართველო თუ მოლდოვა, შემდეგშია – ვაფასებთ გაწეულ შრომას, თუმცა გზა გრძელდება, ეს გრძელი გზაა და რეფორმებს საჭიროებს, ვისაც სურს ევროკავშირის ნაწილი გახდეს, კავშირი, რომელიც იძლევა კეთილდღეობასა და უსაფრთხოების გარანტიებს, მან აუცილებელი რეფორმები უნდა გაატაროს”, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს