ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია

“დებატის სათაურიდან, რომ გამოვიდეთ უნდა ითქვას რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია.
აუცილებელია გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი, რას ვთმობთ,ვიხდით და ვიღებთ თუ არა რაიმე სარგებელს ევროინტეგრაციისგან? სამი კონკრეტული მიმართულებით, ესაა – უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის ეროვნულ-კულტურული იდენტობა.
გვაძლევს ევროკავშირი უსაფთხოებას? ცხადია, არა, პირიქით, ევროკავშირი უდრის ომს.
ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ამ მოცემულობის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ომის ესკალაცია მოხდეს, ომი გახანგრძლივდეს და ამის ნათელი დადასტურებაა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.” – თქვა  ერთიანი “ნეიტრალური საქართველოს” წევრმა რუსთავი 2-ის ეთერში გამართული დებატებისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)