ვატო სურგულაძე – სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში, მათ შორის ევროპაში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება – მათთვის ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
მისივე განმარტებით, ტყუილია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ადამიანის სიცოცხლეზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.
„მინდა არალეგიტიმური მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას გამოვეხმაურო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ეგზისტენციალურად საჭირო არ არის. გააჩნია ვისთვის! – ალბათ, კობახიძისთვის არა, მაგრამ იმ 50 000 ადამიანისთვის, რომელიც 2024 წელს უცხოეთში [სამკურნალოდ] გაემგზავრა და აქედან მესამედზე მეტი ევროპაში წავიდა, მათთვის ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია.
სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და არ არის იმ დონეზე, რომ ყველა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით უმკურნალონ.
ეს მონაპოვარი, რაც ვიზალიბერალიზაციის სახით გვაქვს, უნდა არსებობდეს, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ