ვატო არველაძე: „ეს არის მშვიდობით ევროპისკენ? ვინც მართლა უნდა გვაყვარებდეს ქვეყანას და გვერდში ედგას ხალხს, სულ ისინი რატომ გვაზიზღებენ ყველაფერს? სამარცხვინო დღეში ვართ“

ვატო არველაძე: „ეს არის მშვიდობით ევროპისკენ? ვინც მართლა უნდა გვაყვარებდეს ქვეყანას და გვერდში ედგას ხალხს, სულ ისინი რატომ გვაზიზღებენ ყველაფერს? სამარცხვინო დღეში ვართ“
ფეხბურთელი ვატო არველაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას ეხმაურება.
არველაძე წერს, რომ ამ კადრების გაზიარების რცხვენია.
„ეს არის მშვიდობა რაც 2 კვირაა ხდება ქვეყანაში? ეს არის მშვიდობით ევროპისკენ?
ვინც მართლა უნდა გვაყვარებდეს ქვეყანას და გვერდში ედგეს ხალხს, სულ ისინი რატომ გვაზიზღებენ ყველაფერს?
თქვენი ……. ვინც ამას აკეთებთ!!!
ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და მრცხვენია რომ ვდებ და ნახავენ რა სამარცხვინო დღეში ვართ,“ – წერს ვატო არველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ