ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალი დაიწყო

დღეს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყო ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე.
ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდნენ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები – -ის პრეზიდენტი , ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი , ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი და სხვები.
უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, და დონალდ ტრამპი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ ერთმანეთს.
ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.
დაკრძალვას ესწრება ც – გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იგი მაკრონსა და ზელენსკის შორის დგას, თუმცა მათ შორის რამდენიმე ადამიანი დგას.
ვატიკანში გაემგზავრა ც.
მან რომში ჩასვლის შემდეგ, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად გადაღებული ფოტო.
წმინდა პეტრეს მოედანზე უამრავი ადამიანია შეკრებილი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში პაპმა ფრანცისკემ თავისი დაკრძალვის ცერემონიალის ნაკლებად პომპეზურად ჩატარება დაიბარა.
2024 წლის აპრილში კი პაპების დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალის ტრადიციულად რთული, პომპეზური რიტუალებიც გაამარტივა.
23 აპრილიდან ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ტაძარში იყო დასვენებული.
პაპმა ფრანცისკემ ანდერძით უარი თქვა როგორც კუბოს საჯარო დალუქვის ცერემონიალზე, ასევე ჩასასვენებელში თავისი პონტიფიკატის დროს მოჭრილი მონეტებისა და გაწეული ღვაწლის მოკლე აღწერის ჩატანებაზე.
ანდერძის მიხედვით, ფრანცისკემ აირჩია თუთიით გაწყობილი უბრალო ხის კუბო და ითხოვა, დამარხვა არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.
2025 წლის 18 თებერვალს პაპ ფრანცისკეს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ს რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.
საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა, აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, – რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას – შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
ს ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფორუმი