ვატიკანმა ერთი სქესის წყვილთა დალოცვა დაუშვა

ვატიკანმა ორშაბათს ისტორიული განცხადება გააკეთა. პაპმა ფრანცისკემ რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის უფლება მისცა. წყვილები კურთხევას მაშინ მიიღებენ, თუკი ისინი ეკლესიის მრევლს ეკუთვნიან და რელიგიურ რიტუალებში სისტემატურად მონაწილეობენ.
ს შესაბამისმა განყოფილებამ დოკუმენტი უკვე გამოაქვეყნა და ის ავტომატურად აუქმებს 2021 წელს ამავე თემაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. განცხადებაში ნათქვამია, ამგვარმა კურთხევამ არ უნდა მოახდინოს “არარეგულარული სიტუაციების ლეგიტიმაცია” და ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ღმერთისთვის ყველა მისაღებია. ეს დოკუმენტი ასევე განმარტავს, რომ ეს არაა ჰეტეროსექსუალ წყვილთა ქორწინებასთან გათანაბრება, რომ მოძღვრებმა ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი და არ უნდა შეუშალონ ხელი “ეკლესიის სიახლოვეს იმ ხალხთან, ვისაც ღმერთის დახმარება სჭირდება თუნდაც მხოლოდ კურთხევით”.
კათოლიკური ეკლესია ჰომოსექსუალური სქესობრივ აქტს კვლავ ცოდვად მიიჩნევს. თუმცა 2013 წლის შემდეგ, ფრანცისკე მორალური დოქტრინის ცვლილების გარეშე, ხშირად საუბრობდა ამ თემებზე და უფრო და უფრო მიმღებლურ განცხადებებს აკეთებდა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ