ვატიკანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შეწყვეტა უკრაინაში მშვიდობის „პირველი პირობაა“

ვატიკანმა 12 მარტს გამოაცხადა, რომ ს მხრიდან აგრესიის შეწყვეტა მშვიდობისთვის „პირველი პირობაა“. ეს განცხადება მოჰყვა პაპის, ფრანცისკეს ნათქვამს, რომ მ თეთრი დროშა უნდა აჩვენოს, რასაც ს და მისი მოკავშირეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
კარდინალმა, პიეტრო პაროლინმა, ს სახელმწიფო მდივანმა და პაპის უახლოესმა მრჩეველმა, ეს განაცხადა გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბარში. წმინდა საყდარი ამ ხაზს მიჰყვება და აგრძელებს მოითხოვოს „ცეცხლის შეწყვეტა“ – ცეცხლი კი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ,“ თქვა პაროლინმა.
რომის პაპმა მანამდე შემდეგი განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ამ პროცესში, თურქეთი დაასახელა.
მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ: “პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არასდროს ნიშნავს”.

ასევე დაგაინტერესებთ