ვატიკანის სასამართლომ კარდინალი გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო

ვატიკანის სასამართლომ 16 დეკემბერს იტალიელი კარდინალი, ანჯელო ბეჩიუ დამნაშავედ სცნო გაფლანგვის რამდენიმე მუხლით წაყენებულ ბრალდებებში და მას ხუთი წლითა და ექვსი თვით მიუსაჯა პატიმრობა.
ბეჩიუ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომელიც წარმდგარა ს სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე.
75 წლის ბეჩიუ უწინ პაპი ფრანცისკეს მრჩეველი იყო და მას თავადაც განიხილავდნენ პაპობის კანდიდატად.
ბეჩიუს და კიდევ ცხრა განსასჯელს – მათ შორის ფინანსისტებს, ადვოკატებს და ვატიკანის ყოფილ თანამშრომლებს – ასამართლებდნენ ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც უკავშირდებოდა ლონდონში უძრავ ქონებაზე გაფორმებულ საეჭვო შეთანხმებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი