ვატიკანის თქმით, პაპი ფრანცისკე მონაწილეობას მიიღებს სააღდგომო ღვთისმსახურებაში

ფრანცისკე აპირებს მონაწილეობა მიიღოს სააღდგომო ღვთისმსახურებაში 30-31 მარტს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, განაცხადა ვატიკანმა. ეს განცხადება მოჰყვა მანამდე, რომის კოლოსეუმში წითელი პარასკევის მსვლელობის ბოლო წუთში გაუქმებას.
ს განცხადებაში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საღამოს ღვთისმსახურება მითითებულია, როგორც პაპის ერთადერთი საჯარო ღონისძიება ამ დღისთვის.
წითელი პარასკევის დღეს, 29 მარტს, ვატიკანმა განაცხადა, რომ ფრანცისკეს მონაწილეობა „ჯვრის გზის“ მსვლელობაში გაუქმდა “მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების” მიზნით, აღდგომის კვირის სხვა ღონისძიებების წინ.
ფრანცისკეს, რომელიც 87 წლისაა, გადაადგილებისთვის დამხმარე საშუალებები ესაჭიროება და ახლახან, ბრონქიტისა და გრიპის გამო, შეზღუდა თავის საჯარო გამოსვლები. წელს, აღდგომას დასავლეთის ქრისტიანობა 31 მარტს, კვირა დღეს აღინიშნავს და უმნიშნელოვანესი რელიგიური დღესასწაულია. ქრისტიანული ეკლესიები ამ დღეს აღნიშნავენ იესო მკვდრეთით აღდგომას.
ამ დღეს, ფრანცისკემ უნდა აღასრულოს ღვთისმსახურება დაის ყოველწლიურად ორჯერ მიმართვს “Urbi et Orbi” (ქალაქსა და მსოფლიოს) და კურთხევას წარმოთქვამს წმინდა პეტრესტაძრის ცენტრალური აივნიდან.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ