ვასო ურუშაძე – როცა პრემიერი საკუთარ გადაწყვეტილებებს ასაიდუმლოებს, ეს არის ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება, რომელიც როგორც ღარიბაშვილის, ასევე მთლიანად ივანიშვილის „კლანის“ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

როდესაც პრემიერ – მინისტრი საკუთარ გადაწყვეტილებებს ასაიდუმლოებს, ეს არის ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება, რომელიც როგორც ს, ასევე მთლიანად ს „კლანის“ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მან ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც შეიძლება გასაჯაროვდეს მთავრობის განკარგულებები.
„სამთავრობო გადაწყვეტილებების გასაიდუმლოება უკვე სამი წელია იყო გამოწვეული იმ მიზეზით, რომ მათ არ სურდათ თავიანთი კორუფციული გარიგებები, გადაწყვეტილებები არ გამხდარიყო საზოგადოებისთვის საჯარო, სწორედ აქედან გამომდინარე არაერთხელ, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ეს ფაქტი მკაფიოდ აღინიშნა. საქართველომ დაიწყო უკუსვლა საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც საქართველოს კორუფციულ მდგომარეობას ასახავს. ბოლოს სამი საფეხურით გვაქვს დაქვეითება კორუფციის აღქმის ინდექსში, კორუფციის ბიზნეს მატრიცაში ჩვენ 2014 წელს მე-11 პოზიციაზე ვიყავით და ახლა ვართ უკვე 33-ე ადგილზე, ანუ სამჯერ გაუარესდა მდგომარეობა. ეს გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის კორუფციულმა პირამიდამ, რომელშიც ჩართულია როგორც პრემიერ – მინისტრები, ასევე მინისტრებიც და მათი შემსრულებლებიც. ამ ხელშეკრულებების გასაჯაროება თუ არის რეალური გადაწყვეტილება იმისკენ, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ელიტური კორუფციის აღმოფხვრას, მნიშვნელოვანია ეს სამი წლის პერიოდი, რომელ პერიოდშიც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გუნდა დაიტაცა სახელმწიფო ქონებები, დაიტაცა სახელმწიფო ბიუჯეტი, გასაჯაროვდეს და ყველა მაღალი თანამდებობის პირმა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ნაცვლად იმისა, რომ მათ გამოეყენებინათ სახელმწიფო რესურსი, სახელმწიფო მიწები, სახელმწიფო ქონება იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარებულიყო ეკონომიკა, შექმნილიყო დამატებითი სამუშაო ადგილები, ადამიანებს რომ მიეღოთ ღირსეული შემოსავალი, მათ სახელმწიფო რესურსები და სახელმწიფო ქონება გამოიყენეს მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის, საკუთარი კორუფციული ინტერესებისთვის, რაც რეალურად დადასტურდა იმით, რომ ეს საკითხი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში, როცა ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი საკუთარ გადაწყვეტილებებს ასაიდუმლოებს, ეს არის უკვე ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება, რომელიც როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე მთლიანად ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
„ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან, -განაცხადა კობახიძემ.