ვასო ურუშაძე – ნიკა მელია რომ მოსულიყო და მანიფესტისთვის ხელი მოეწერა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ერთად გავაგრძელებდით, მაგრამ ის არ მოვიდა ანუ თავად გადაწყვიტა, პარტიიდან წასულიყო

ნიკა მელია პარტიიდან წავიდა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო – რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში [ვიხილეთ], ეს არ არის შიდა დემოკრატია, ეს არის საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ყოფილი თავმჯდომარის, ს პარტიიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „[ნიკა მელიას პარტიიდან] გარიცხვა-არ გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.
„ნიკა მელია პარტიიდან წავიდა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. 8 თვის განმავლობაში არაჯანსაღი პროცესი ვნახეთ, რომელიც არც ერთი შიდაპარტიული დემოკრატიის სტანდარტებსაც კი, არ შესაბამება. მაშინ, როდესაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს , განსხვავებული აზრი, დებატი, კრიტიკა – ყველაფერი, მაგრამ ის, რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში იყო, ეს არ არის შიდა დემოკრატია. ეს არის საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაში. პარალელი რომ გავავლოთ, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და სპორტი ავიღოთ, მაგალითად, ფეხბურთი. ფეხბურთის თამაშის დროს რომელიმე ფეხბურთელი იმ გუნდის საწინააღმდეგოდ თამაშობდეს, რომელ გუნდშიც ირიცხება ანუ, საკუთარ კარში ურტყამდეს, ბურთს მოწინააღმდეგეს აძლევდეს, ეს ხომ არაჯანსაღია? იგივე პარალელი შემიძლია გავავლო ამ შემთხვევაშიც. როდესაც შენ ერთი გუნდის წარმომადგენელი ხარ და საკუთარ კარში უტევ ანუ, შენს მოწინააღმდეგეს აძლევ ბურთს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ის პროპაგანდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს მომართული, გააძლიერო. ეს ხომ არაჯანსაღია“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
მისივე განცხადებით, ნიკა მელია თავად აღმოჩნდა გუნდის მიღმა.
„ნიკა მელია თავად აღმოჩნდა გუნდის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მენეჯმენტის, ს მხრიდან იყო იმის მცდელობა, რომ ჩვენი ერთობა შემდგარიყო, ეს მანიფესტიც ამის დემონსტრირება იყო. რომ მოსულიყო ნიკა მელია და მანიფესტისთვის ხელი მოეწერა, ჩვენ ხომ ს წინააღმდეგ ბრძოლას ერთად გავაგრძელებდით. ნიკა მელია არ მოვიდა, მანიფესტს ხელი არ მოაწერა ანუ მან გადაწყვიტა, რომ პარტიიდან წასულიყო. ჩემი აზრით, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ამას ზედმეტი ახსნა, ბიუროკრატია და რაღაც დოკუმენტების წარმოება აღარ სჭირდება“,- განაცხადა ურუშაძემ.
გარდა ამისა, ურუშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ის რომელიმე პროცესში არ მონაწილეობს“.
„მიხეილ სააკაშვილი არა თუ ახლა იღებს პასუხისმგებლობას, ის ყველა პროცესში ჩართულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ადამიანი იყო ტყვეობაში გამოკეტილი და იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამას ახერხებს და ძალიან წარმატებით. ჩვენ მუდმივი ჯანსაღი კომუნიკაცია გვაქვს, სადაც ხდება საკითხების გადაწყვეტა დისკუსია მათ შორის, განსხვავებული აზრის შემთხვევაში მსჯელობა და ა.შ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია ან რაიმე სახის წარმოდგენა, რომ მიხეილ სააკაშვილი რომელიმე პროცესში არ მონაწილეობს. თუმცა ამ ყველაფერში მონაწილეობა ტყვეობის მოცემულობიდან უწევს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ტყვეობიდან, გათავისუფლდეს და სრულფასოვნად ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.