ვასო ურუშაძე – ანაკლიის პორტი კი არა, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რაც საქართველოს მოსახლეობას სიღარიბეს დაამარცხებინებდა

„ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე დაპირება 2012 წელს გასცა, მაგრამ ვხედავთ, რომ ანაკლიის პორტი კი არა, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა, რაც საქართველოს მოსახლეობას სიღარიბეს დაამარცხებინებდა და მათ არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა. ამიტომ, ესეც არის წინასაარჩევნო ტყუილი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 12 წელია გვაცხოვრებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მთავრობის წინასაარჩევნო კამპანია “იგივე ტყუილი იქნება, რომელშიც უკვე 12 წელია მოსახლეობას აცხოვრებენ“.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ქალაქ ლაზიკას განვითარება ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. დღეს რომ ჩვენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი ქალაქი ლაზიკა გვქონოდა, დღეს 10 000-ით ადამიანი იქნებოდა საქართველოში მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული და ადამიანებს დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან განსაკუთრებით არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა ელემენტარული სამსახურის საძიებლად. ეს არის რეალობა, რომელ რეალობაშიც 12 წელია, ივანიშვილის ხელისუფლება გვაცხოვრებს. მათ მიზანმიმართულად შექმნეს ყველანაირი წინაპირობა და გარემოება იმისა, რომ არ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, მათი მხრიდან მცდელობა და იმიტაცია იმის, რომ თითქოს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნავენ, უბრალოდ დაკავშირებულია მოახლებულ არჩევნებთან და მათი ეს მცდელობა იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, თუ რა რესურსი გააჩნია „ქართული ოცნების“, ს ხელისუფლებას და მათი აღმშენებლობა ვნახეთ 12 წლის განმავლობაში, არც ანაკლიის პორტი აუშენებიათ, არც რკინიგზის მოდერნიზაცია დაუსრულებიათ, არც ლოჯისტიკური ცენტრები აუშენებიათ, არაფერი მათ არ გაუკეთებიათ, რაც შექმნიდა მაღალანაზღაურებად სამუშო ადგილებს, დაამარცხებდა სიღარიბეს, ადამიანებს არ მოუწევდათ ემიგრაციაში წასვლა, ვერცერთი ასეთი პროექტი ივანიშვილის მთავრობამ ვერ განახორციელა. შესაბამისად, დღევანდელი საინფორმაციო წინასაარჩევნო კამპანიაც იქნება იგივე ტყუილი, რომელ ტყუილშიც ჩვენ უკვე 12 წელია გვაცხოვრებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!