ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი – სამწუხაროდ 2, 3, 4, 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა – ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ცნობით, 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები „შეყრა“ და „გაყრა“ გაუქმდა.

როგორც თეატრის მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სცენას ანდრო ჭიჭინაძის გარეშე ვერ დაუბრუნდებიან.

„ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად”,-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.