ვასალობის ეპოქა დასრულდა – გია აბაშიძე

„ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურება უცხოური გრანტებით, მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობა, სასოწარკვეთილნი არიან ისინი, ვინც სხვის დაკვეთას ემსახურებიან ავაზაკური მიზნების განსახორციელებლად“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს მართავს არჩეული ხელისუფლება თბილისიდან და არა სხვა რომელიმე დედაქალაქიდან.
„არაერთ ანგარებიანსა და არაკეთილსინდისიერს შინ და გარეთ მოუწევს რეალობასთან შეგუება – ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ასრულებს. ამას 2012 წლიდან ჩატარებული მრავალი არჩევნების შედეგები ცხადყოფენ და ეს კვლავ გამოჩნდება 26 ოქტომბერს.
ვასალობის ეპოქა დასრულდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პრივილეგიებსა და ანტისახელმწიფოებრივ გრანტებს შეგუებულთათვის. ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურება უცხოური გრანტებით, მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს გამჭვირვალობა.
სასოწარკვეთილნი არიან მხოლოდ ისინი, ვინც სხვის დაკვეთას ემსახურებიან ავაზაკური მიზნების განსახორციელებლად. საქართველოს მართავს არჩეული ხელისუფლება თბილისიდან და არა სხვა რომელიმე დედაქალაქიდან.“-წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!