„ვარ სამ­შობ­ლო­დან შორს და სამ­წუ­ხა­როდ არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან“ – დათო ტურაშვილი

მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე მა­მის მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:
„არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვარ სამ­შობ­ლო­დან შორს და სამ­წუ­ხა­როდ არ ვარ იქ, სა­დაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი დგა­ნან, მაგ­რამ მათი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გუ­ლე­ბის ხმა აქაც მეს­მის და მი­ხა­რია რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მათ­თვი­საც ისე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­გორც იმ წინა თა­ო­ბე­ბის­თვის, ვინც ამ­დე­ნი იბ­რძო­ლა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.თუმ­ცა ჩვე­ნი ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო და მე­ტიც – ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის თავ­გა­და­სა­ვა­ლია და ეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი მა­შინ­ვე და­ი­წყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ბა­და.
სა­ქარ­თვე­ლო კი მა­ნამ იარ­სე­ბებს, სა­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი მო­სახ­ვე­ჭე­ლი ამ ქვეყ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­ნამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლოც მა­რა­დი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია…” –
თეგები: